შპს. ფიქაფ.ჯი
წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. შპს „ფიქაფ.ჯი“, pickup.com.ge (შემდგომში „კომპანია“) არის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისს.
1.2. ეს დოკუმენტი წარმოადგენს თქვენსა და შპს „ფიქაფ.ჯი“ (შემდგომში „კომპანია“ „ჩვენ“ ან pickup.com.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს „ფიქაფ.ჯი“-ს ვებ-გვერდისა და მასთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის გამოყენების პირობებს. შპს „ფიქაფ.ჯი“-ს ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის შპს „ფიქაფ.ჯი“-ს მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან ერთად, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც შპს. „ფიქაფ.ჯი“-ს პლატფორმა.
1.3. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ამ დოკუმენტს და დაეთანხმოს მას მომსახურების გამოყენებამდე.
1.4. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს pickup.com.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმის გამოყენების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატების თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილებების განხორციელების შემდეგ ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციაში პირველი გამოყენებისთანავე თქვენ გამოგიჩნდებათ წესები და პირობების განახლებული ვერსია. კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისთვის. თქვენ სავალდებულო წესით უნდა გაეცნოთ განახლებულ პირობებს და დაადასტუროთ მასზე თახმობა.
2. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1. ავტორიზაცია - მას შემდგომ რაც მომხმარებელი ჩამოტვირტავს აპლიკაციას ან შევა საიტზე, მომსახურების მიღების მიზნით პირად გვერდზე/ანგარიშზე წვდომას/შესვლას. ავტორიზაცია ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომერის მეშვეობით.
2.2. პირადი გვერდი - ნიშნავს ვებგვერდს/აპლიკაციას რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება.
2.3. მომხმარებელი/მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე ავტორიზებულ ან არავტორიზებულ ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით/აპლიკაციით.
2.4. კომპანია - შპს. ფიქაფ.ჯი რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 404 741 712, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ლუარსაბ ბოცვაძის ქუჩა N2.
2.5. პლატფორმა - შპს. ფიქაფ.ჯი-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს. ფიქაფ.ჯი-ს ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს.
2.6. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან, მომსახურებასთან და პროდუქტთან დაკავშირებულს, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ან ვებ-გვერდის/აპლიკაციის მეშვეობით.
2.7. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს, პრომო კოდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. მომსახურების აღწერა
3.1. ნარჩენების სახლის კართან განთავსება - მომხმარებელი ვალდებულია განათავსოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები არაუგვიანეს დილის 9 საათისა, შეკვეთის რაოდენობის შესაბამისად.
3.2. ნარჩენების გატანა და მუნიციპალურ ბუნკერში მოთავსება - ნარჩენების გატანის მომსახურეობა განხორციელდება დილის 9 საათიდან - 11 საათამდე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ განათავსებს მოცემული დროისთვის (არაუგვიანეს დილის 9 საათი) კურიერი ტოვებს ბინის კარზე ახალ ბრენდირებულ პაკეტს, ხოლო ნარჩენის გატანა ჩაითვლება შესრულებულად.
მომხმარებელი ვალდებულია:
✓ არ მოათავსოს ბასრი და მჭრელი საგნები ჩვენს პაკეტში შესაბამისი შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს პაკეტის პირდაპირი დაზიანება.
✓ არ გადაავსოს და დაამძიმოს პაკეტი, რათა თავიდან ავიცილოთ პაკეტის დაზიანება/გახევა. პაკეტი უნდა იყოს შეკრული.
✓ არ მოათავსოს პაკეტში სამშენებლო, ფეთქებადი და სხვა სახის აკრძალული ნარჩენები.
✓ განათავსოს პაკეტში მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
✓ განათავსოს პაკეტი საცხოვრებელი ბინის კართან გასატანად მომსახურების შესაბამისად (დილით 9 საათამდე).
✓ განათავსოს ნარჩენები მხოლოდ ჩვენი კომპანიის ბრენდირებულ პაკეტებში.
✓ არ განათავსოს პაკეტში სითხე შესაბამისი შეფუთვის გარეშე, რათა ავირიდოთ თავიდან პაკეტიდან სითხის გაჟონვა.
✓ ბავშვების ჰიგიენური საფენები და სხვა სახის ჰიგიენის საშუალებები მოათავსეთ ჩვენს პაკეტში დამატებითი შეფუთვით.
✓ განათავსოს პაკეტი მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც შეკვეთილია არსებული დღისთვის.
✓ უზრუნველყოს კარის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხო სამუშაოდ.
მომსახურებას განახორციელებენ ჩვენი კომპანიის ფიქაფერები, ბრენდირებული უნიფორმებით. ჩვენი ფიქაფერები თითოეულ მომხმარებელს ყოველი მომდევნო გატანისთვის უტოვებენ ბინის კარზე ბრენდირებულ პარკებს (55*60სმ). ნარჩენების გატანის შემდგომ მომხმარებელი ღებულობს სმს შეტყობინებას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის თაობაზე. კომპანია იტოვებს უფლებას არ მოემსახუროს მომხმარებელს თუ იგი არღვევს თავის ვალდებულებებს და არ იცავს ჰიგიენურ სანიტარულ ნორმებსა და მოთხოვნებს.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებში, როდესაც:
✓ ნარჩენები არ არის სათანადოდ შეფუთული და განთავსებული არ გახლავთ კომპანიის პაკეტებში.
✓ მომხმარებელმა არ მიუთითა სწორი მისამართი ან ინფორმაცია.
✓ გარემო პირობები ან ფორს-მაჟორული სიტუაციები შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას. დაზიანებულია სამგზავრო, ტექნიკური, თუ სატვირთო ლიფტები. ასეთ შემთხვევებში კომპანია უზრუნველყობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ და შექმნილი დისკომფორტისათვის მომხმარებელს შეთავაზებს უფასო გატანას/ებს.
4. ფასები, გადახდის წესები და მომსახურების პაკეტები
4.1. მომსახურების ღირებულება მითითებულია პლატფორმაზე და განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით.
4.2. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ (ბარათით).
4.3. კომპანია უფლებას იტოვებს ფასების გადახედვას, თუმცა ცვლილება არ შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მომსახურება.
მომსახურების პაკეტები:
✓ ერთჯერადი გატანა – 2.75 ლარი
✓ პრემიუმ პლუსი: 1 თვე ყოველდღიური გატანა. სულ 30 გატანა - 70.5 ლარი
✓ პრემიუმი: 1 თვე დღეგამოშვებით გატანა. სულ 15 გატანა - 35.25 ლარი
✓ კომფორტ პლუსი: 2 კვირიანი გატანის პაკეტი (ყოველდღე). სულ 14 გატანა - 32.9 ლარი
✓ კომფორტი: 2 კვირიანი გატანის პაკეტი (დღეგამოშვებით). სულ 7 გატანა - 16.45 ლარი
5. მომსახურების გაუქმება და თანხის დაბრუნება
5.1. მომხმარებელს შეუძლია მომსახურების გაუქმება 24 საათით ადრე, ამ შემთხვევაში თანხა სრულად უბრუნდება.
5.2. თუ გაუქმება ხდება ნაკლებ დროში, თანხა არ დაიბრუნება.
5.3. თუ კომპანია ვერ ახორციელებს მომსახურებას კომპანიის ბრალეულობის გამო, მომხმარებელს
შეუძლია მოითხოვოს თანხის სრულად დაბრუნება.
5.4. მომხმარებლს, რომელსაც სურს თანხის დაბრუნება უნდა მიმართოს კომპანიას წერილობით ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]
5.5. თანხა დაბრუნების ვადაა 4 სამუშაო დღე (წეილობითი მიმართვიდან).
6. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
6.1. კომპანია იცავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობას.
6.2. მომხმარებლის პირადი მონაცემები დაიცავს და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონის მიერ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.3. ჩვენ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის: მომხმარებელთან დაკავშირება სერვისების შესახებ. სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე ოპერაციების ოპტიმიზაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება.
7. პასუხისმგებლობა და დავების გადაწყვეტა
7.1. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე მხარის მიერ მიყენებულ ზარალზე, რომელიც არ არის გამოწვეული კომპანიის მოქმედებით.
7.2. მომხმარებლის არასწორი ქმედებები (მცდარი მისამართის მითითება, აკრძალული ნივთების განთავსება და ა.შ.) არ იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას.
7.3. ყველა დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.
თბილისი, 2025 წელი