საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინოვაციური სერვისი
რას წარმოადგენს ფიქაფ.ჯი?
ფიქაფ.ჯი არის თანამედროვე ნარჩენების გატანის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიშორონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მობილური აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. სრულიად უკონტაქტოდ!
ვისთვის არის ფიქაფ.ჯი?
საოჯახო მომხმარებლები:
· ბინაში მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით მრავალსართულიან კორპუსებში, კომპლექსებში სადაც ბუნკერები საცხოვრებელი სივრციდან შორს მდებარეობს
· ბავშვიანი ოჯახები, რომლებსაც ხშირად უწევთ პამპერსების, საჭმლის ნარჩენებისა და სხვა საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენური ნარჩენების გატანა
· დაკავებული მშობლები, დასაქმებული ადამიანები, სტუდენტები რომლებიც ცდილობენ დროის მაქსიმალურად დაზოგვას ყოველდღიურ საქმიანობაში
სოციალური და ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირები:
· უფროსი თაობის ადამიანები, ხანდაზმულები, ვისაც გადაადგილება უჭირთ ან ვერ ასწრებენ ნარჩენების დროულ გატანას
· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (შშმ) – ფიქაფი ამარტივებს ცხოვრების პირობებს, გთავაზობთ სრულ მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად, და ამით ამცირებს მათთვის არასასურველ ფიზიკურ დატვირთვას. შშმ პირებისთვის სრულიად უფასოა ჩვენი სერვისი
· ადამიანები, რომლებსაც დროებით ან მუდმივად აქვთ ფიზიკური სირთულეები (ტრავმები, ორსულობა, რეაბილიტაციის პერიოდი და ა.შ.)
უძრავი ქონების მფლობელები:
· Airbnb, Booking-ზე ბინის მეპატრონეები – სისუფთავე და კომფორტი სტუმრებისთვის, ჩვენი სერვისი დიდი პლიუსია გასაქირავებელი ქონებისთვის.
რატომ ფიქაფ.ჯი?
· სრული კომფორტი და უკონტაქტო მომსახურება საცხოვრებელ კართან – აღარ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა ნარჩენების მოსაშორებლად. ჩვენი ფიქაფერი თავად მოდის თქვენთან, გააქვს თქვენი ნარჩენი და აბინავებს მუნიციპალურ ბუნკერში
· დროის ეკონომია – ფიქაფი გიტოვებთ დროს იმისთვის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
· უწყვეტი მომსახურება - ფიქაფი მუშაობს ყოველდღიურად, მათ შორის შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე
· მოქნილი გრაფიკი – თქვენ ირჩევთ ნარჩენების გატანის თქვენთვის სასურველ გრაფიკს
· სპეციალური პარკები ნარჩენებისთვის (45 ლტ) – ჩვენ გაწვდით სპეციალურ, ფიქაფის ბრენდირებულ ნარჩენების პარკებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ მოგიწევთ პარკების შეძენა ან მათი მოძიება – ესეც გათვალისწინებულია მომსახურებაში!
· ჰიგიენა და სისუფთავე – თავიდან აირიდებთ სუნს, ჭუჭყს და კონტაქტს გადავსებულ ბუნკერებთან. ჩვენი სპეციალური სურნელოვანი პარკები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენს სახლში არასასიამოვნო სუნი არ დარჩეს
· მომხმარებელთან კომუნიკაცია - ნარჩენების გატანისას თქვენ ღებულობთ მესიჯს: თქვენი ფიქაფი შესრულებულია! რაც დამატებით იმის ნიშანია, რომ თქვენი ბინის კარზე ახალი ნარჩენების პარკი არის მოთავსებული
როგორ მუშაობს ფიქაფ.ჯი?
1. მომხმარებელი რეგისტრირდება მობილური ტელეფონის ნომრით აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიუთითებს მისამართს.
2. ირჩევს ნარჩენების გატანის პაკეტს
3. ახდენს გადახდას
4. გადახდის შემდგომ მომხმარებელს გამოუჩნდება ნარჩენების გატანის კალენდარი
სოციალური პასუხისმგებლობა და ეკო-მეგობრული ინიციატივები
· ეკო-პროგრამები - ჩვენ გავიტანთ სეპარირებულ პლასტიკს!
· სოციალური კამპანიები - შშმ პირებისთვის სრულიად უფასოა ჩვენი სერვისი!
· დასაქმება - ჩვენთან მოქმედებს სტუდენტების დასაქმების და ხელშეწყობის პროგრამა
გამოცდილება და სანდოობა. 80,000 + ნარჩენის პარკი უკვე გატანილია
ფიქაფ.ჯი უკვე 3 წელზე მეტია ემსახურება აქსის თაუერს - ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში. ჩვენი სერვისები შემუშავებულია მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე და მაქსიმალურად ადაპტირებულია თქვენს საჭიროებებზე.
კომფორტი დეტალებშია
ჩვენ გიტოვებთ ბრენდირებულ პარკებს ნარჩენებისთვის პირდაპირ კარის სახელურზე, რაც ამცირებს თქვენს დანახარჯებს პარკებზე და ზრდის კომფორტს. თითოეული პარკი დამუშავებულია სპეციალური არომატით, რაც აქრობს/ამცირებს უსიამოვნო სუნის გავრცელებას და ქმნის სასიამოვნო გარემოს ბინაში.
თქვენი ფიქაფი შესრულებულია! - ეს გახლავთ მესიჯი რასაც თქვენ ღებულობთ ნარჩენების გატანისას