ლოიალობის პროგრამა
ლოიალობის პროგრამა – სპეციალური ფასდაკლებები
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების ერთგულებას და მუდმივ მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევქმენით სპეციალური ლოიალობის პროგრამა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ დამატებითი ფასდაკლებები და სარგებელი ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.
„პრემიუმი+“ პაკეტის სპეციალური შეთავაზება:
თუ მომხმარებელი იძენს „პრემიუმი+“ პაკეტს, რომელიც გულისხმობს 1 პარკის გატანას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე და ამავე დროს ამატებს მეორე პარკს იმავე შეკვეთაში, მეორე პარკზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება.
მაგალითად:
„პრემიუმი+“ პაკეტის ღირებულებაა 70.5 ლარი.
მეორე პარკის სტანდარტული ღირებულებაა ასევე 70.5 ლარი, მაგრამ ფასდაკლებით მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ 49.35 ლარს.
ჯამში გადახდილი თანხა შეადგენს 119.85 ლარს ნაცვლად 141 ლარისა. თქვენ დაზოგავთ 21.15 ლარს.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პარკი შეძენილია ერთი პაკეტის პარგლებში ერთდროულად.
ერთჯერადი გატანის პაკეტი – 30% ფასდაკლება მეორე პარკზე:
ერთჯერადი გატანის პაკეტის ფასი შეადგენს 2.75 ლარს.
თუ მომხმარებელი ერთდროულად შეუკვეთავს ორ პარკს, მეორე პარკზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება.
ამ შემთხვევაში:
პირველი პარკი – 2.75 ლარი
მეორე პარკი – 1.93 ლარი (ფასდაკლებით)
ჯამური ღირებულება – 4.68 ლარი ნაცვლად 5.50 ლარისა.
ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთაში ერთდროულად შედის ორი პარკი.