ხშირად დასმული კითხვები

1.     როგორ ხდება შეკვეთა?
შეკვეთა ძალიან მარტივია: შედით ჩვენს ვებსაიტზე ან გამოიყენეთ მობილური აპლიკაცია, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია მობილურის ნომრით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი, შეასრულეთ გადახდა და მიიღებთ გრაფიკს თქვენი გატანის დღეების შესახებ.

2.     რა დროს ხდება ნარჩენების გატანის მომსახურეობა?

მომსახურეობა იწყება დილის 9 საათიდან და სრულდება 11 საათისთვის. მომსახურების მაქსიმალური დრო შეადგენს 2 საათს. შესაძლებელია კორპუსის ამხანაგობასთან შეთანხმებით მომსახურეობა დაიწყოს შედარებით ადრე.

3.     როდის უნდა განვათავსო ნარჩენები სახლის კართან?

სახლის კართან ნარჩენები უნდა განათავსოთ არაუგვიანეს დილის 9 საათისა. ეს მომსახურების მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ თქვენ ნარჩენებს განათავსებთ 9 საათის შემდგომ, ნარჩენი დარჩება გაუტანელი.

4.     როდის ხდება ნარჩენების გატანა, თუ შეკვეთას ღამით, 02:00 საათამდე ან შემდეგ გავაკეთებ?
თუ შეკვეთას დაასრულებთ ღამის 02:00 საათამდე (მაგალითად, 12 მაისის ღამეს 01:50-ზე), გატანა მოხდება 12 მაისს დილით.
თუ შეკვეთას 02:00-ის შემდეგ გააკეთებთ (მაგალითად, 12 მაისს 02:10-ზე), გრაფიკი დაიწყება მომდევნო დღეს — ანუ 13 მაისს.

5.     რა მოხდება, თუ ნარჩენების გატანის დღეს პარკი არ დამიდია?
კურიერი დაგიტოვებთ ახალ პარკს კარის სახელურზე, თუმცა ეს დღე მაინც ჩაითვლება როგორც გატანილი და პაკეტში აღარ შევა ხელმეორედ.

6.     შემიძლია თუ არა მეორე დღეს ორმაგი პარკი გავატანო, თუ წინა დღეს ვერ დავდე?
სამწუხაროდ, არა. თუ თქვენ გაქვთ შეძენილი სერვისის პაკეტი (მაგალითად, „კომფორტი+“ – ყოველდღიური გატანა 2 კვირის განმავლობაში) და გატანის დღეს არ დაგვახვედრეთ ნარჩენის პარკი, ჩვენი კურიერი მაინც მოვა და დატოვებს ახალ სურნელოვან პარკს კარის სახელურზე. ეს ვიზიტი ჩაითვლება დასრულებულად, რადგან მომსახურება შესრულდა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

თუ პაკეტში მითითებულია დღეში 1 გატანა – იგულისხმება მხოლოდ 1 პარკის გატანა კონკრეტულ დღეს. ზედმეტი პარკები ვერ იქნება აღებული და ვერ გადაიტანება სხვა დღისთვის.

7.     პირველი შეკვეთის დროს რა ხდება, როცა არ მაქვს თქვენი პარკი?
პირველ შეკვეთაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პარკი, ოღონდ მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 35 ლიტრს და ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან კარგად შეკრული. შემდგომში კურიერი დაგიტოვებთ ჩვენს ბრენდირებულ პარკს.

8.     უნდა იყოს თუ არა პარკი კარგად შეკრული?
დიახ! გთხოვთ, პარკი ყოველთვის კარგად შეკრათ.

9.     შემიძლია ერთჯერადი გატანის შეკვეთა?
დიახ. გვაქვს სპეციალური ერთჯერადი გატანის სერვისი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალკე, ისე მუდმივი სერვისის პარალელურად.

10.  როგორ მივიღებ მომსახურების კალენდარს გადახდის შემდეგ?
გადახდის დასრულებისთანავე, თქვენს პროფილში ავტომატურად გამოჩნდება გატანის კალენდარი.

11.  შესაძლებელია თუ არა გადახდა ადგილზე?
არა. გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ, ბარათის მეშვეობით. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ოპერატიულობას.

12.  როგორია პარკის ხარისხი და სისუფთავის სტანდარტები?
ჩვენი პარკები მაღალი ხარისხისაა, დამზადებულია სპეციალური მასალისგან და აქვს მსუბუქი არომატი, რაც ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გავრცელებას.

13.  რა მოხდება, თუ ნარჩენები დაღვრილია ან პარკი არასწორად არის მოთავსებული?
ასეთ შემთხვევაში კურიერი ვალდებულია არ განახორციელოს გატანა. თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი გუნდი დამატებითი ინსტრუქციებით.

14.  როგორ დავუკავშირდე მხარდაჭერის გუნდს?
გამოიყენეთ ჩვენი მეილი, მესენჯერი ან დარეკეთ ნომერზე: 595 90 86 80,

15.  ვის ეხმარება Pickup.ge სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში?

  • შშმ პირებისთვის სერვისი სრულიად უფასოა
  • გვაქვს სტუდენტების დასაქმების პროგრამა